LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის „რუსული კანონი 2″… პირდაპირ არის პუტინის საარჩევნო პროგრამიდან გადმოწერილი“ – რომან გოცირიძე

143
რომან გოცირიძე

„ზუსტად იმ სახის ცვლილებებს აპირებენ, რაც განახორციელა პუტინმა სხვადასხვა კანონში. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ იმეორებს პუტინის პროპაგანდისტულ ხაზს, მათ შორის, იგივე თუნდაც, „აგენტების რუსული კანონის“ სახით“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის „რუსული კანონი 2“. გოცირიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი წინასაარჩევნოდ ემსახურება მოსახლეობის გრძნობებზე თამაშს, არარსებული პრობლემების გამოგონებას და არსებული უმძიმესი, მათ შორის, ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას, შესაბამისად გოცირიძე ამბობს, რომ „ამ პროპაგანდისტული კანონის გავრცელებას ხელს არ შეუწყობს“

„ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას, რომ ამ საკითხის შინაარსობრივ განხილვაში შემოვიდნენ“ – ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა გრძელდება

„ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის „რუსული კანონი 2″. პირდაპირ არის პუტინის საარჩევნო პროგრამიდან გადმოწერილი. ზუსტად იმ სახის ცვლილებებს აპირებენ, რაც განახორციელა პუტინმა სხვადასხვა კანონში. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ იმეორებს პუტინის პროპაგანდისტულ ხაზს, მათ შორის, იგივე თუნდაც, „აგენტების რუსული კანონის“სახით.

ეს ემსახურება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გრძნობებზე თამაშს, არარსებული პრობლემების გამოგონებას და არსებული უმძიმესი, მათ შორის, ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას. უნდათ, ხალხმა ყურადღება გადაიტანოს იმ საკითხებზე, რომელიც არანაირად არ წარმოადგენს პრობლემას. არ გაუვათ ეს პროპაგანდისტული ხრიკები. პუტინის გზას დამდგარ„ქართულ ოცნებას“ პუტინის ამ პროპაგანდისტული კანონის გავრცელებაში ჩვენ ხელს არ შევუწყობთ. „რუსული კანონი 2“, რა თქმა უნდა, იქნება, ასევე, ვეტოდადებული, დარწმუნებული ვარ ამაში“ – განაცხადა გოცირიძემ.

magti 5g