ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის ავტომობილი ააფეთქეს, რომელშიც იგორ პლოტნიცკი იმყოფებოდა. პლოტნიცკის მდგომარეობა მძიმეა, იგი ჰოსპიტალიზებულია. აფეთქების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტომობილის ქვეშ ნაღმი იყო დამონტაჟებული.