ე.წ საბურთალოს კლასტერიდან კორონავირუსით ამ დრომდე, 15 ადამიანია ინფირიცრებული. ისინი საავადმყოფოებში გადიან მლურნალობას. ამასთან, ამავე კლასტერიდან 30 პირი კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საბურთალოს კლასტერიდან სულ 100 პირი შეისწავლეს.
ე.წ საბურთალოს კლასტერიდან 100 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი 4-თან დადასტურდა – გამყრელიძე
„საბურთალოს კლასტერის 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ და კიდევ მიმდინარეობს ეს კვლევები. ამ კლასტერში სულ დადასტურდა 15 დადებითი შემთხვევა და გარდა იმისა, რომ ეს 15 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში, ასევე, 30 ამ კლასტერიდან გადაყვანილია საკარანტინო სივრცეებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.