ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ე.წ. მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნაულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ადრე შეეძლოთ დანარჩენ საქართველოსთან არსებული „საზღვარი“ გადაეკვეთათ პასპორტით და სპეციალური საშვით, ახლა მისი გადაკვეთა შეეძლებათ მხოლოდ საშვით, რომელსაც გასცემს „რესპუბლიკის“ სასაზღვრო სამსახურის უსაფრთხოების კომიტეტი.
დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, ახლად შემოღებული წესი კომპეტენტურ სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ ინფორმაცია მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საქართველოსთან „საზღვარს“ კვეთენ გამარტივებული წესით.