ალან გაგლოევი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ.-ი პრეზიდენტი გახდა – დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაცხადა.
გაგლოევს მხარი ამომრჩევლის 59% – ზე მეტმა დაუჭირა და ბიბილოვი თითქმის 20%-იანი სხვაობით დაამარცხა, რომელმაც დამარცხება აღიარა და კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში გუშინ გაიმართა.