LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. სამხრეთ ოსეთს სახელს გადაარქმევენ

47

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება და „რესპუბლიკას“ ალანიას უწოდებენ, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “რიანოვოსტი” ავრცელებს.

სახელის შეცვლის შესახებ თიბილოვმა 2015 წელს განაცხადა. მისი პრესმდივნის თქმით, მას შემდეგ საკითხს თვითგამოცხადებული მთავრობა მუდმივად განიხილავდა.

„ვგეგმავთ, მოვიწვიოთ პოლიტსაბჭო და დავპატიჟოთ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სახელის შეცვლის შესახებ მსჯელობისთვის. პოლისაბჭოს გადაწყვეტილებას რეფერენდუმზე გავიტანთ,“ – განაცხადა თიბილოვმა.

ე.წ. პოლიტსაბჭოს სხდომა 2017 წლის იანვრის შუა რიცხვებში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g