დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვართან რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები გაიტაცეს. გატაცებული 1973 წელს დაბადებული მალხაზ ლეჟავაა.
ლეჟავას ოჯახი საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფლის განაპირას ცხოვრობს. მისი დაკავება საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მოხდა.
ამ დრომდე ოჯახს ე.წ. „სამხრეთის ოსეთის“ მხრიდან არავინ დაკავშირებია.
