Billboard-ის სტაფმა ყველა დროის 50 საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ჯგუფი დაასახელა. საპატიო სიაში პირველი ადგილი ლეგენდარულმა ბენდმა, Earth, Wind & Fire დაიკავა.
რეიტინგის შედგენისას გამოცემის გუნდი ეყრდნობოდა ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: კოლექტივების მუსიკალური კატალოგი და დისკოგრაფია, წარმატება ჩარტებში, სცენაზე მოღვაწეობის ხანგრძლივობა, კულტურული გავლენა, წვლილი R&B-ისა და ჰიპ-ჰოპის განვითარებაში და მუსიკალური მემკვიდრეობა.
ჩამონათვალში Earth, Wind & Fire-ს მოჰყვებიან The Temptations, Sly and the Family Stone, The Isley Brothers და The Supremes.
ყველა დროის 50 საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ჯგუფი
ცნობისთვის, Earth, Wind & Fire 1969 წელს ჩიკაგოში, ილინოისში, მუსიკოსმა – მორის უაიტმა დააარსა. ჯგუფი მუსიკის ისტორიაში შესულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი, გავლენიანი და კომერციულად წარმატებული პროექტი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით 90 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა. ბენდის შემოქმედება გამოირჩევა პოზიტიური ენერგიით, მისტიკური ვიზუალური სტილითა და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.
მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივის დამფუძნებელი 2016 წელს გარდაიცვალა, Earth, Wind & Fire დღესაც ინარჩუნებს თავის კლასიკურ ჟღერადობას, სცენაზე კი კვლავ აქტიურად დგანან ჯგუფის ორიგინალური და ვეტერანი წევრები: ვერდინ უაითი (ბას-გიტარა), ფილიპ ბეილი (წამყვანი ვოკალი) და რალფ ჯონსონი (ვოკალი და პერკუსია).