LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ebay-ზე ლადო გუდიაშვილის ნახატი 120 ათას დოლარად იყიდება

310
gudiashvili

ინტერნეტგაყიდვების ვებგვერდ „იბეიზე“ (ebay) ლადო გუდიაშვილის ნახატი, სახელწოდებით „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ 120 000 აშშ დოლარად იყიდება.

აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნახატი ზეთშია შესრულებული.

ასევე მითითებულია, რომ ნახატს დაზიანებები არ აღენიშნება და მხატვარი ნამუშევარს 1900-1949 წლებში ქმნიდა.

განცხადებას ასევე ახლავს ნახატის სერტიფიკატის ფოტოები.

გამყიდველს, რომელიც დარეგისტრირებულია სახელით nexusparts, კიდევ რამდენიმე ნივთი აქვს გასაყიდად განთავსებული, თუმცა არცერთია ხელოვნების ნიმუში. სხვა გასაყიდი ნივთები ძირითადად ელექტროტექნიკა და აქსესუარებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g