LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ებოლა – 120+ გარდაცვლილი და 400+ საეჭვო შემთხვევა – საქართველოში პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს“ – გიორგი ფხაკაძე

105
giorgifxakadze-2021-11-10_14-52-14_744263

„ებოლა – 120+ გარდაცვლილი, 400+ საეჭვო შემთხვევა. საქართველოში პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოში ებოლას აფეთქება საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. 

ებოლა გასცდა კონგოს საზღვრებს და დაფიქსირდა მეზობელ უგანდაშიც. უგანდელი მაღალჩინოსნების თქმით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა და ებოლას შედეგად გარდაცვალების ფაქტიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მოცემული ვითარება არ შეესაბამება „კოვიდ-19“-ის მსგავს, პანდემიის მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას, რის გამოც საზღვრების დახურვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g