LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD-ი საქართველოში ოპერირების 25 წლისთავს აღნიშნავს

47

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ოპერირების 25-წლისთავს აღნიშნავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, EBRD-მა 25 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეცვალა, დღესდღეობით კი ქვეყნის ყველა ეკონომიკურ აქტივობაში მონაწილეობს.

მისივე თქმით, ეს მოიცავს არამხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ ტექნიკურ დახმარებას და პოლიტიკურ დიალოგს.

”ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც საუკეთესო ქვეყანას რეფორმების კუთხით, საუკეთესო ქვეყანას, რომელიც ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ვხედავთ ამ ქვეყნის პოზიტიურ მომავალს,” – განაცხადა ბალვანერამ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით კი, EBRD-ის 100 მლრდ-იანი ინვეტიციიდან, ორგანიზაციამ საქართველოში 2,6 მლრდ ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, რაც მისივე თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ყველაზე მაღალია.

”EBRD-ის მხარდაჭერით ვაშენებთ არამხოლოდ საჯარო ინფრასტრუქტურას, არამედ ენერგოპროექტებსაც. EBRD-მა პირველად განახორციელა ფასიანი ქაღალდების ემისია და შემდეგ მიჰყვნენ მას სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. დაგეგმილია სადახლო-ბაგრატშენის ხიდის მშენებლობა, რომელსაც EBRD-ის დახმარებით, სომხეთთან ერთად განვახორციელებთ. ეს არის ბანკის ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგი,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში 1992 წლიდან საქმიანობს. დღემდე ევრობანკმა 190 პროექტში 2.6 მლრდ-ის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ბანკის პორტფოლიოს 30% საქართველოში ფინანსურ სექტორზეა მიმართული. ორგანიზაციამ 2014 წელს პირველად ქართულ ლარში ბონდი გამოუშვა. მისი პორტფოლის 50% ენერგეტიკის, 19% კი საქართველოში კორპორატიული სექტორის პირდაპირ მხარდაჭერაზე მოდის, რაც მოიცავს მსუბუქ და მძიმე მრეწველობას, ვაჭრობას, აგრობიზნესს, წარმოებას და სერვისებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g