საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის EBS Korea გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.
მედიატური სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. ტურის მიზანი სამხრეთ კორეაში საქართველოს პოპულარიზაცია და სამხრეთ კორეიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.

კორეის ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები თბილისს, მცხეთას, თელავს, სიღნაღს, დედოფლისწყაროს, სტეფანწმინდას, წალკას, ფარავნის ტბას, ვარძიას, ახალციხეს, სამთო კურორტ გოდერძის, ლატალს, მესტიას და უშგულს ესტუმრნენ.
კორეული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო ტურისტული პოტენციალის, სამთო კურორტების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ.
