ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის EBS Korea გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს.
მედიის წარმომადგენლები გადაცემისთვის World Theme Travel საქართველოს შესახებ კიდევ ერთ დოკუმენტ ფილმს ამზადებენ.

EBS Korea-ს გადამღები ჯგუფი თბილისის ტურისტულ ადგილებს, კახეთში რთველს, სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ტბას, იმერეთში ოკაცეს კანიონსა და პრომეთეს მღვიმეს, სამეგრელოში მარტვილის კანიონს, სვანეთში მესტიას, უშგულს, ქორულდის ტბას, ჭალაათის მყინვარს, შდუგრას ჩანჩქერს, შხარას, მცხეთა-მთიანეთში სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობასა და გერგეტის სამებას გადაიღებენ.

ტურის მონაწილეები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტრადიციებსაც გაეცნობიან.
ცნობისთვის, EBS Korea-ს დოკუმენტური ფილმების რედაქციას Youtube-ზე 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.