LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეჭვები და კითხვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ამ განცხადების გაკეთებას”- ტიკარაძე სომეხ კოლეგასთან კომუნიკაციას გეგმავს

124
ტიკ 22

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე ისაუბრა.

მისი თქმით,  სომეხი კოლეგის მიერ გაკეთებული განცხადება უსაფუძვლოა.

„თუ მას გარკვეული კითხვები გააჩნდა, რა თქმა უნდა, მას შეეძლო, გამოეყენებინა კომუნიკაციის ეს ხერხი და ჩვენი მხრიდან ყველა მის კითხვას პასუხს გავცდემდით. ის, რომ საქართველოს ჯანდაცვის მხრიდან დადებული შედეგები არ არის ეჭვქვეშ, ამას ადასტურებს არა მხოლოდ ის რიცხვები, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია, არამედ ყველა ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საზოგადოების მხრიდან.

აქედან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები და კითხვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას.

ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან, იმისათვის, რომ დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი. საზოგადოებისთვის კი ნამდვილად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბევრი კრიტიკისა და შეძახილისა, რომ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა სწრაფი ტესტები დიდი რაოდენობით, საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა ის ღერძი და მყარად დგას იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოში ხდება ჩვენი მოქალაქეების ძირითადად PCR-ტესტით ტესტირება. ყველა ჩვენი სტატისტიკა არის სარწმუნო, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი კითხვა იხსნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, 22 მაისს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხდა, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია.

მან საქართველოს კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკა ეჭვქვეშ დააყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g