LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეჭვგარეშეა, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს, ლიეტუვა მზად არის მხარდასაჭერად: ანდრიუს კალინდრა

64
ლიეტუვის ელჩი საქართველოში - ანდრიუს კალინდრა

საქართველოში ლიეტუვის ელჩის ანდრიუს კალინდრას განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს, ლიეტუვა კი მზად არის მხარდასაჭერად. მისი განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმება პოლიტიკოსის გარდა, რიგითი ადამიანის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

კალინდრას განცხადებით, ორი კვირის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი ლანდსბერგისი იმყოფებოდა საქართველოში, სამ კვირაში კი ლიეტუვიდან კიდევ ერთი, ძალიან მაღალი დონის ვიზიტი შედგება, რაც საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულებაა.

ანდრიუს კალინდრა სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები შეთანხმებით არის გათვალისწინებული, ამიტომ უნდა განხორციელდეს.

„ეჭვგარეშეა, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს, რაც ითვალისწინებს როგორც პოლიტიკოსის, ისე რიგითი ადამიანის პასუხისმგებლობას, რომ მხარი დაუჭირონ შეთანხმებას და კონსენსუსს. მოხარული ვართ, რომ კონსენსუსი მიღწეულია. პოლიტიკოსებთან საუბრის დროს ჩვენ ვთხოვეთ მათ, სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ შეთანხმებას. ლიეტუვა მზად არის მხარდასაჭერად, რადგან კოალიცია ქვეყნის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. არჩევნების დროს ქართველი ხალხი  აფიქსირებს თავის აზრს თითოეულ პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით, ასე მუშაობს დემოკრატია ყველგან, მათ შორის საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, რომლებიც შეთანხმებით გათვალისწინებულია, განხორციელდეს და ნდობა აღდგეს. მტკიცედ მჯერა, რომ ამასთან ძალიან ახლოს ვართ“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.

magti 5g