LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის ელჩი: ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში

43
თომასა

“ჩვენ ვგმობთ ამ ვიზიტს, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ამასთან, თომას მიულმანმა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბრა.

პრეზიდენტი: ცინიკური მიდგომაა, როცა ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა ოკუპაციის კანონის, საერთაშორისო სამართლის ყველა წესის, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით

„იცით, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს არის ის, რისი სათანადოდ არ დაფასებაც არ შეიძლება და ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისიამ კი წარადგინა 12 პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას და ეს არის კანდიდატის სტატუსი. ვიცი, რომ ბევრი სამუშაო მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ყველა ერთად იმუშავებს, საქართველო მალე შეასრულებს ამ 12 პირობას“, – აღნიშნა ელჩმა.

„მე და პუტინი ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ“ – რატომ ჩავიდა ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩიც.

მარკ კლეიტონი აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების და საქართველოს სუვერენიტეტის უგულებელყოფის დემონსტრაციაა.

„ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს“, – აღნიშნულია ბრიტანეთის ელჩის „ტვიტში“.

ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გმობს ლიეტუვაც. 

ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა:

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა ლუკაშენკოს მიერ კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით გამოხატავს უპატივცემულობას გაეროს ქარტიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.

ეს ვიზიტი მრავალი მხარის მიერ დაიგმო საქართველოში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში. ლიეტუვა არ აღიარებს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ჩვენი აზრით, ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი და შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ეკუთვნის“, – განაცხადა ლიეტუვის ელჩმა.

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები