LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტე სულ უფრო და უფრო პოპულარული დანიშნულება ხდება

53

ეგვიპტე სულ უფრო და უფრო პოპულარული დანიშნულება ხდება, თუმცა ყველაზე მეტი ვიზიტორი მაინც საფრანგეთს ყავს. საერთაშორისო ტურისტულმა ორგანიზაციამ ყველაზე ნახვადი ქვეყნების რეიტინგი შეადგინა და აღმოჩნდა რომ 2017 წლის ლიდერი საფრანგეთია. ქვეყანას არც მეტი არც ნაკლები 86,9 მილიონი ტურისტი ეწვია. მეორე ადგილზე 81,9 მილიონი სტუმრით ესპანეთი გავიდა. ლიდერთა სამეული კი 75,9 მილიონი ვიზიტორით აშშ-მ დაასრულა. რაც შეეხება ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტურიზმის მქონე ქვეყანას, გამარჯვებული ეგვიპტეა. მას 2017 წელს ვიზიტორთა გაორმაგებული რაოდენობა ესტუმრა და მათმა საერთო რაოდენობამ 8,6 მილიონი ადამიანი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები