LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეიფელის კოშკი დაჟანგდა.. ეს რომ გუსტავ ეიფელს ენახა, გულის შეტევა დაემართებოდა“ – რას წერს ფრანგული მედია

316
BeFunky-collage (3)

საერთაშორისო მედიასაშუალებები, ფრანგულ ჟურნალ Marianne-ზე დაყრდნობით წერენ, რომ საფრანგეთის სიმბოლო – ეიფელის კოშკი ჟანგით არის გაჟღენთილი და მას სრული რეაბილიტაცია სჭირდება.

თუმცა, ნაცვლად ამისა, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, რომელსაც პარიზი უმასპინძლებს, ეიფელის კოშკს მხოლოდ კოსმეტიკურად ღებავენ – ამის შესახებ კონფიდენციალურ ანგარიშებშია აღნიშნული და ნათქვამია ისიც, რომ მისი შეღებვა 60 მილიონი ევრო ჯდება.

ფრანგულ ჟურნალთან საუბარში, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ძეგლი ცუდ მდგომარეობაშია და ჟანგით არის გაჟღენთილი. როგორც აღნიშნავენ, კოშკს სრული შეკეთება სჭირდება, თუმცა მას მხოლოდ კოსმეტიკურად ღებავენ.

“ეს ადგილი ამ მდგომარეობაში გუსტავ ეიფელს რომ ენახა, გულის შეტევას მიიღებდა”, – ამბობს მედიასაშუალებასთან საუბრის დროს ეიფელის კოშკის ერთ-ერთი სივრცის მენეჯერი.

მას შემდეგ, რაც ეიფელის კოშკი აშენდა, მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე, უკვე მეოცედ იღებება.

კოშკის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ კომპანიას – Societe d’Exploitation de la Tour Eiffel (SETE) ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა წყარო აღნიშნავს, რომ კომპანიას არ სურს, დიდი ხნით დახუროს კოშკი, რადგან ეს მნიშვნელოვანი ტურისტული შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს.

მე-19 საუკუნის ბოლოს, გუსტავ ეიფელის მიერ აშენებული ეიფელის კოშკი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ატრაქციაა, რომელსაც ყოველწლიურად ექვსი მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g