LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EISENBERG PARIS-ის ექსკლუზიური არომატები უკვე „ლუტეციაშია“

140

21 თებერვალს მედიის წარმომადგენლებს ფრანგული ბრენდის, EISENBERG PARIS-ის წარმომადგენელი ჟან ლუკ ტრონიონი შეხვდა.

პრესკონფერენცია „სასტუმრო მუზეუმში“ გაიმართა, სადაც სტუმრები გაეცნენ ბრენდის ახალი სუნამოების ხაზს – LES ORIENTAUX LATIN.

როგორც ”ფორტუნას” პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ ”ლუტეციადან” აცნობეს, ახალი სუნამოს ხაზი  დაუღალავი მოგზაურის დღიურს, პარფიუმერული საიდუმლოებებით ამდიდრებს. თითეული არომატი სხვადასხვა აღმოსავლურ ზღაპარზე მოგვითხრობს.

”მაგ, ერთ-ერთი ზღაპარი ვარდსა და მის ჯადოსნურ შესაძლებლობებზეა. ეს ზღაპარია, რომელიც გვარწმუნებს რომ სასწაული ნამდვილად ხდება და ამ სასწაულის მოხდენა ერთ სურნელოვან თილისმას შეუძლია. მეზღაპრე Eisenberg Paris-ია, რომელმაც ეს არომატები შექმნა”, – განმარტავენ ”ლუტეციაში”.

მათივე ცნობით, EISENBERG PARIS (აიზენბერგ პარიზი) პარფიმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“ ქართველ მომხმარებელს პირველად 2015 წელს შესთავაზა. ეს არის ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია მოვლისა და პარფიუმერული საშუალებების ფართო სპექტრით.

როგორც პარფიუმერულ კომპანიაში განმარტავენ, EISENBERG PARIS-ის კანის მოვლის საშუალებები გამოირჩევა 15-წლიანი კვლევის შედეგად შემუშავებული TRIO-MOLECULAR ®ფორმულით, რომელიც შეიცავს სამ მოლეკულას. ეს აღმოჩენა არის EISENBERG PARIS-ის ექსკლუზივი და დაპატენტებულია მსოფლიოს მაშტაბით. იგი აღადენს, აჯერებს ჟანგბადით და ენერგიით მუხტავს კანს. ისევე როგორც ქალის, ასევე მამაკაცის მოვლის საშალებები გამოირჩევა ძვირადღირებული და ბუნებრივი კომპონენტებით.

”ლუტეციას” ცნობითვე, EISENBERG PARIS ზრუნავს ეკოლოგიაზეც, ამიტომ ყველა ფკლაკონი, თუ შეფუთვა დამზადებულია სუფთა ინგრედიენტებით, რომლებიც არ აბინძურებენ გარემოს და არ შეიცავენ მავნე ნივთერებებს.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ მომხმარებელს 22,23,24 თებერვალს EISENBERG PARIS-ის დღეებსაც სთავაზობს, სადაც ამავე ბრენდის სრულ სპექტრზე გავრცელდება 40%-იანი ფასდაკლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g