LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია – აღარ მეცინება და აღარც მექილიკება – „ქართულ ოცნებაში“, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა პროცესი?

475
ბესელიაა

აშშ-ის ელჩმა ხელისუფლებაზე ყველაზე დიდი გავლენის მომხდენ პირთან შეხვედრა თუ ისურვა, ეს ხომ საერთოდ გასაკვირიც არ არის,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ეკა ბესელიას შეფასებით, პროცესი ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა და გასაკვირია, რომ ამას „ქართული ოცნების“ წევრები ვერ ხედავენ.

„საერთოდ არ გამიკვირდა, თუ ელჩი შეხვდა. ელჩი ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორს ხვდება, რეგიონებში ჩადის, ხვდება ხალხს. შეიძლება სრულიად აპოლიტიკურ ადამიანს შეხვდეს და სულაც არ იყოს ის ხელისუფლებასთან კავშირში, მით უმეტეს ხელისუფლებაზე ყველაზე დიდი გავლენის მომხდენ პირთან შეხვედრა თუ ისურვა, ეს ხომ საერთოდ გასაკვირიც არ არის. მეც მქონია ელჩთან შეხვედრა ხელისუფლების შემდგომ და რა მერე?

სახელმწიფოთა შორის თემებზე ასე ჭორაობის დონეზე, ასე ცეცხლთან თამაში… მართლა დამაფიქრა უკვე, აღარ მეცინება და აღარც მექილიკება, ძალიან მძიმედ ვუყურებ მოცემულობას. ვფიქრობ, ნუთუ ვერ ხვდებიან „ქართულ ოცნებაში“ ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, რომ ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა ეს პროცესი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები რასაც ამბობენ, ეს მისი სცენარის ნაწილია.

„მინიშნებების გარეშეა ეს წერილი, გახსნილია ფრჩხილები და ყველა კითხვაზე, თუ რამე იყო, პასუხი გაცემულია თავად ამ წერილით. არაფერი აღარ არის გამოსაცნობი. გულდაწყვეტილი ვარ რომ ვუყურებ, ნეტავ ვინ ურჩევს მას ასეთ ძალიან უშინაარსო და უშედეგო ნაბიჯების გადადგმას, რატომ ფიქრობს, რომ ან დღევანდელი წერილი იყო რაიმე კარგის მომტანი ან სამეულის ის შპარგალკები არის რაიმეს მომტანი? მართლა ვერ ვხვდები. ამით ხომ ის თავად ააშკარავებს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის სამი დეპუტატი რასაც ამბობდა, ეს იყო მისი სცენარის ნაწილი, დღეს რაც თქვა ამ წერილით ეს დაადასტურა, ისინი კითხვას სვამდნენ და შემდეგ უკვე თავად უპასუხა ამ კითხვას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g