LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა გიგაურს დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხავენ

89

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზეა დაბარებული.

გიგაური პოლიციის დეპარტამენტში 12:00 საათზე მივა და გამომძიებელს მუქარის შემცველი პირადი შეტყობინების მიღების ფაქტზე ინფორმაციას მიაწვდის.

ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინების მიღებასთან დაკავშირებით პროკურატურას 16 ოქტომბერს მიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადების მიხედვით, 13 ოქტომბერს ეკა გიგაურმა აგრესიული შეტყობინება მიიღო, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად, მუქარასაც შეიცავდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყეს.

magti 5g