LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერია: „50 წლის ვხდები… სულ ვფიქრობდი, რანაირად დავხვდები ამ 50 წელს-მეთქი…“

1903
xoferia

ეკა ხოფერია 9 ივლისს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ორი დღით ადრე მას თანამშრომლებმა ტრადიციულად მიულოცეს დაბადების დღე.

ეკა ხოფერია წერს:

„ამბავი ასეა. 9 ივლისს ვხდები 50 წლის. არ ვიხდი და ვიმალები) წელს ასე გადავწყვიტე)

მაგრამ ჩემმა გუნდმა აგერ უკვე მეორე წელია გადაწყვიტა, რომ 7 ივლისს დავიბადე. სიურპრიზი, ბუშტები, ყვავილები და ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი – ვანო ქავშბაიას ნახატი. ის აფხაზეთიდანაა და ძალიან მომწონს.

დამალვა არ გამომივიდა. მადლობა, მადლობა, მადლობა… მთელ გუნდს. მეც ძალიან მიყვარხართ. მართლა…

p.s. სულ ვფიქრობდი, რანაირად დავხვდები ამ 50 წელს-მეთქი. ზოგი ცხოვრების ახალი სტილით ხვდება, ზოგი მინუს 25 – გინდა წლით და გინდა კილოგრამით, ისა, ესა…

ჩემს ცხოვრებაში მთავარი მიღწევისა და ასე ვთქვათ შედეგის, – ჩემი ოჯახის გარდა, კიდევ ერთი მთავარი შედეგი გაჩნდა – აფხაზეთი. ახალი და განახლებული სკოლები ჩვენი პატარებისთვის აფხაზეთიდან, განახლებული სპორტდარბაზები, ახალი პარტნიორები ევროპიდან და ამერიკიდან, ახალი პროგრამები მათთვის, ვინც ვერ სწავლობს მშობლიურ ენას, ახალი კომპიუტერები, ახალი მეგობრები ჩვენი პატარების კერძო სექტორიდან, ბიზნესიდან, ულაპარაკოდ რომ გვერდში გვიდგანან, ახალი საზაფხულო სკოლები… ენგურს აქეთ და ენგურს იქით ჩვენს საყვარელ აფხაზეთში.

რა ვიცი, მართლა მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა . ხომ შეიძლებოდა, მეცხოვრა ამ ყველაფრის გარეშე? ალბათ, არა).

აი, ასეთი 50 წელი ორი დღით ადრე , 7 ივლისს…“

„რა კარგია, რომ მყავხარ“ – ეკა ხოფერია ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს

ფოტო: ეკა ხოფერია ულამაზეს შვილებთან ერთად: „ასე უცებ გაიზარდნენ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g