საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან გაათავისუფლა, ამის შესახებ ჟურნალისტი „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილისგან წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემა „პირველი სტუდია“ დაიხურა. წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ მის მიერ წარდგენილი ახალი გადაცემის პროექტმა არ დაიმსახურა მოწონება მაუწყებელში.
წერილს მიშველაძე „ფეისბუქზე“ ასაჯაროებს.

