LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მიშველაძეს ქალიშვილი დაბადების დღეს განსაკუთრებულად ულოცავს: „შენ ხარ ჩემთვის ცხოვრების მოტივაცია…“

459
ekamishveladze2045

დღეს ტელეჟურნალისტ ეკა მიშველაძის დაბადების დღეა. ის უამრავ თბილ მილოცვას იღებს სოციალური ქსელის საშუალებით.

მისმა ქალიშვილმა, ასევე ტელესახემ და მომღერალმა, მაკო კვიტაიშვილმა, დედას განსაკუთრებული პოსტი მიუძღვნა.

„მიხარია, რომ დედაჩემი გქვია. მიხარია, რომ შენნაირი საოცარი, გამგები, ძლიერი, ერთგული დედა და მეგობარი მყავს. გისურვებ, რომ მუდამ ყველაზე ჯანმრთელი, გახარებული, ბედნიერი და წარმატებული იყო. ხომ იცი, რომ შენ გარეშე ჩემთვის არაფერს აქვს აზრი. შენ ხარ ჩემთვის ის მოტივაცია, რაც ამ ცხოვრებაში მჭირდება. მიყვარხარ სასტიკად, ეგ უკვე იცი, არაერთხელ მითქვამს, გილოცავ, დედიკუნა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g