LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ტოგონიძე ნინო შუბლაძეს: „დავრჩით ერთის გამოტოვებით… რით ვანუგეშოთ მშობლები?“

15081
ekatogonadze20

მწერალი ეკა ტოგონიძე, რომელსაც მეუღლე, რატი სამყურაშვილი მძიმე დაავადებით გარდაეცვალა, აქვეყნებს ფოტოს, სადაც ის და რატი და ნინო და სოფო შუბლაძეები არიან გადაღებულები. შეგახსენებთ, რომ სოფო შუბლაძე ახლახან კოვიდინფექციით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა.

ეკა ტოგონიძე წერს:

„გათენდა და არ ყოფილა სიზმარი. სოფო არ არის, მზეა… ვიცი, ამ დროს როგორც წვავს ისედაც გაგლეჯილ გულს კარგი ამინდი. სოფოს ამინდი სოფოს გარეშე.

აქ ყველა სოფოზე ლაპარაკობს, იმდენს ყვებიან, ყველგან სოფოს ხმა მესმის, სადაც გავიხედავ, სოფოს ღიმილს ვხედავ.

გაუსაძლისია, ღმერთო.

“ისე იცხოვრე, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა” – ბელეტრისტიკაა, აბა, რა არის? მაგრამ ჩვენში იყო ადამიანი, რომელმაც შეძლო და შეუძლებელი სინამდვილედ აქცია. ასე იცხოვრა. ძალდაუტანებლად, უბრალოდ, დაუმადლებლად ასე.

არ ვიცი, როგორ… არ ვიცი, საიდან. რა უძირო უნდა იყოს ადამიანის გული, რომ ამდენი დაიტიოს. წმინდა წყლის სიყვარული და სიკეთე, ყოველგვარი მინარევის გარეშე. უზღვავი, ყველას სამყოფი, თავდადებული, დაუღალავი, ყოველდღიურად უხვად გადმოფრქვეული და მაინც ულევი.

ანო, ჩემო პატარავ, რა ტრიალებს ახლა შენს გულში….

Nino, დავრჩით ერთის გამოტოვებით, როგორ ვიყოთ?

ღმერთო, რით ვანუგეშოთ მშობლები?

ან შენ რა გითხრა, Nino?

ვტირი თქვენთან ერთად, ვტირი სოფოს, თქვენ ან იქნებ ყველაზე მეტად საკუთარ თავს, რომელსაც აი ასე გამოეცალა

სიყვარული, საყრდენი, დღესასწაული. სამყარო – სახელად სოფო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g