LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტოგონიძე: “სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ადამიანი გიყვარდეს უპირობოდ და შეგეძლოს სამყაროს იმ კუთხიდან დანახვა, საიდანაც ის უყურებს”

753
სდფგჰ

მწერალმა ეკა ტოგონიძემ ახალი რომანის ”შინ – შენ” პრეზენტაცია დღეს „სტამბაში” გამართა. წიგნი ომის ტრავმებზე, პატიებასა და სიყვარულზეა. ის ყოფითი პრობლემებით დაღდასმული ახალგაზრდა მსახიობი ქალის – ნიას შესახებ მოგვითხრობს.

“მე შენ კარგად გხედავ” – ეს სიტყვები ეკატრინე ტოგონიძის ახალი რომანის მთავარი გზავნილია და აფხაზურად ნიშნავს, “მე შენ მიყვარხარ”.

“სიყვარული ძალიან მრავალპლასტიანია და სხვადასხვანაირად შეგვიძლია გავიგოთ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ალბათ, არის ის, რომ ადამიანი გიყვარდეს უპირობოდ და იმისთვის, რომ უპირობოდ გიყვარდეს, უნდა შეგეძლოს მისი სიმართლის, მისი მოტივაციების, მისი შიშების და ვნებების გაზიარება და სამყაროს იმ კუთხიდან დანახვა, საიდანაც ის უყურებს”- ამბობს ეკატერინე ტოგონიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები