LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესიის ნდობა იკლებს: NDI-ის კვლევაში მოსახლეობის მხოლოდ 50% აფასებს ეკლესიის საქმიანობას დადებითად

313
69781271-970250986678593-4146821422850768896-o

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი აფასებს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად. 25 პროცენტი ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა საშუალოა, ხოლო 12% – ცუდი.

კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასული წლის ივლისიდან ნოემბრამდე დადებითმა შეფასებამ 64-დან 50 პროცენტამდე დაიკლო.

კალაძე 31%-ს მოსწონს – NDI-ის კვლევაში პრეზიდენტი და მთავრობა მოსახლეობის ნდობით ვერ დაიკვეხნიან

2015 წლიდან 2019 წლამდე კი ეკლესიის საქმიანობის დადებითმა შეფასება, 25 პროცენტული პუნქტით დაიკლო.

აღსანიშნავია, რომ სინოდის ბოლო სხდომამდე (2019 წლის სექტემბრამდე) ეკლესიას კარგად 74 პროცენტი აფასებდა.

 

 

NDI-ის დაკვეთით, საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე ჩატარდა. კვლევაში 2 181-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g