LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესიის ზარების ხმაზე დღესაც მგონია, რომ მიცვალებული გამოჰყავთ ციხის მორგიდან, ეს ალბათ სამუდამოდ ჩამრჩა – დავით მირცხულავა

717
davit mircxulava

ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ დანაშაულებზე „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ადამიანი ფიზიკურად და მორალურად გაენადგურებინათ. მე მათი ციხიდან გამოსული ჯანმრთელი ადამიანი, არც ახალგაზრდა და არც ხნიერი, არ მინახავს“, – აცხადებს მირცხულავა.

დავით მირცხულავა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პატიმარი იყო.

„რუსთავისა და ქუთაისის ზონებში მხეცურად შევარდა მხეცური სპეცრაზმი და ადამიანები თვითგადარჩენისთვის იბრძოდნენ, რომ ცემაში არ მოეკლათ.

სისტემური ხასიათი ჰქონდა ამას, იმდენად მეორდებოდა. ეკლესიის ზარების ხმაზე დღესაც მგონია, რომ მიცვალებული გამოჰყავთ ციხის მორგიდან. ეს ალბათ სამუდამოდ ჩამრჩა.

რეჟიმი მოწყობილი იყო ისე, რომ ადამიანები გაენადგურებინა. მე არ მგონია, რომ ადამიანებს, ვისაც ეს საპყრობილეები აქვს გავლილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციის სჯეროდეთ“, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g