LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკო ფანგანი: „მერე კიდევ, რუსოფობები რატომ ხართო?! აი, ამიტომ ვართ…“

4734
sss228

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს რუსი შემსრულებლის, ნიკოლაი ბასკოვის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებას, სადაც ის ამტკიცებს, რომ „რუსეთის ქმედებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს“.

„პუტინისტები ისეთ ფეიქებს და აბსურდს პოსტავენ, რომ „ინსტაგრამიც“ კი უბლოკავს ფოტოებს. ნიკოლაი ბასკოვი მეტს რას იზამდა, მაგრამ როცა  84 ქვეყანა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს არის აგრესიული ომი და რომ მისი წამომწყები არის დამნაშავე, ამის ფონზე  ბასკოვი გაეროს წესდების მუხლების შეხსენებით გვიმტკიცებს, რომ რუსეთის ქმედებები არის ლეგიტიმური და თავდაცვითი!

მერე კიდევ, რუსოფობები რატომ ხართო?! აი, ამიტომ ვართ… სამწუხაროდ, ძირითადად ყველა ასე ფიქრობს, ძალიან ცოტა ისე, როგორც მაგალითად, გრებენშიკოვი“.

“მოღალატე ჯალათი ხარ! არც ერთი ნორმალური ქართველი არ გაპატიებს შენს ბინძურ პოზიციას!” – ეკო ფანგანი თინა კანდელაკს დაუპირისპირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g