LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკა რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად – პრემიერი

81
70088477-1440457219425511-524800645148966912-o

პრემიერის თქმით, ეკონომიკა რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება, მართლწესრიგი, შიდა უსაფრთხოება არის გარანტირებული, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს შესაძლებლობა იმაზე, რომ ვისაუბროთ ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე. საბოლოო ჯამში ეს დადის თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე და სიღარიბის დაძლევამდე. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტი და ხერხემალი არის ძლიერი კერძო სექტორი, რომელიც ქმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს, რომელიც არის ერთადერთი ინსტრუმენტი სიღარიბის დასაძლევად. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი და თავის მხრივ სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთადერთი საშუალება სწრაფად და ეფექტურად სიღარიბის დაძლევის“, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი არის მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g