LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი: კვალიფიკაცია არის დაბრკოლება ჩვენთან ინვესტიციების განხორციელებაში

86
CR-Money-Inlinehero-pick-investment-companny-0818

11 მილიონამდე გაიზრდება ტურისტების რაოდენობა რამდენიმე წელიწადში და, რა თქმა უნდა, ამხელა რაოდენობის ხალხის მომსახურებას სჭირდება ძალიან დიდი სერვისის მანქანა, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

“არაერთი კვლევა და ქართველი და უცხოელი ინვესტორების გამოკითხვა მეტყველებს იმაზე, რომ დიახ, კვალიფიკაცია არის ერთერთი ძირითადი დაბრკოლება ჩვენთან ინვესტიციების განხორციელებაში და ეს ეხება ისევ და ისევ არა მარტო უცხოურ, არამედ ქართულ ინვესტიციებსაც. დღეს ჩვენ დავაანონსეთ ოფიციალურად მასშტაბური პროგრამის დაწყება პროფესიულ გადამზადებაში, ეს არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ჩვენ ვართ ხელმშემწყობი კერძო სექტორისთვის. აი, ამ კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის და კერძო სექტორის განვითარებისთვის, როგორც უცხოური ინვესტორებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის ჩვენ, როგორც სახელმწიფო მოვალედ ვთვლით, რომ განვახორციელოთ მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამები და ამ შემთხვევაში ეს ეხება პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამის დაწყებას, რომელიც პრინციპში უკვე დაიწყო. დღეს ჩვენ ლაპარაკი გვქონდა ორ ძირითად სექტორზე, ეს არის ტურიზმი და საინფორმაციო ტექნოლოგიები. რატომ ტურიზმი? იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ძირითადი სექტორი და აქ ჩვენ გვინდა ავწიოთ მომსახურების ხარისხი და დავამატოთ აგრეთვე მომსახურეობის და ტურიზმის სფეროში დამატებითი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ, რომ უზრუნველყონ ტურიზმის ზრდა და იმ ტურიზმის მომსახურეობის ზრდა, რომელსაც ჩვენ ველოდებით მომავალ წლებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 მლნ-მდე გაიზრდება ტურისტების რაოდენობა რამდენიმე წელიწადში და, რა თქმა უნდა, ამხელა რაოდენობის ხალხის მომსახურებას სჭირდება ძალიან დიდი სერვისის მანქანა, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ”,- განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g