LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი რიყის დოქებზე: აუცილებლად მოვუნახავთ ფუნქციას

131
ipiccy-image

მთელი რიგი აუქციონების შემდეგად რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება, რადგან თავის დროზე გაბერილი თანხები, საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, აუცილებლად მოხდება სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული ობიექტები, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაა აშენებული და არარეალურად მაღალი, გაბერილი თანხებია დახარჯული. ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ, მთელი რიგი აუქციონების შემდეგაც იმავე რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება, იმიტომ, რომ იმთავითვე ჩანს, ის თანხები თავის დროზე საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. თუ დავინახავთ, რომ თანხა არარეალურია, გადავხედავთ ამ თანხებს. აუცილებლად მოხდება ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, 13 აპრილს გახდა ცნობილი, რომ „რიყის დოქების” საპრივატიზაციო აუქციონი ისევ უშედეგოდ დასრულდა – ობიექტი არც ამჯერად იყიდა ვინმემ. 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა 71 250 000 ლარად იყიდებოდა. შეგახსენებთ, მთავრობამ „რიყის დოქების“ საპრივატიზაციო აუქციონი მესამედ, 30 მარტს გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g