LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია – ვისთან ჰქონდა შეხება გენადი არველაძეს

400
გენადი

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გე­ნა­დი არ­ვე­ლა­ძე და მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან. ის სოციალურ ქსელში მიზეზებს განმარტავს და მოქალაქეებს სამოქალაქო თვითშეგნებისკენ მოუწოდებს.

“მე­გობ­რე­ბო, გაც­ნო­ბებთ, რომ ვიმ­ყო­ფე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში, ვი­ნა­ი­დან მქონ­და შე­ხე­ბა მე­გო­ბარ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, კო­რო­ნა­ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ცერ­თი სიმპტო­მი არ მაქვს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მივ­მარ­თე ექიმს და გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია სა­ჭი­რო ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, სამ­სა­ხურ­ში არ გა­მოვ­ცხა­დე­ბულ­ვარ, მით უფრო, რომ უქმე დღე იყო და არც არა­ვის შევ­ხვედ­რილ­ვარ ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან.

 ჩემი სა­მო­ქა­ლა­ქო თვით­შეგ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­რჩე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, რათა თა­ვად მეც არ გავ­ხდე ვირუ­სის გა­დამ­ტა­ნი და გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი. მას შემ­დეგ, რაც ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ.

ჩემი მა­გა­ლი­თით მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, ვინც იმოგ­ზა­უ­რეთ მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში ან ჩემ­სა­ვით კონ­ტაქ­ტი გქონ­დათ კო­რო­ნა­ვირუ­სის მა­ტა­რე­ბელ პი­რებ­თან, გა­და­დით თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში, რათა ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ხელი არ შე­უ­წყოთ ვირუ­სის შემ­დგომ გავ­რცე­ლე­ბას. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!” – წერს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g