LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრო თბილისი-ანაკრას ავიარეისის დანიშვნის მნიშვნელობაზე საუბრობს

50247552_1913414412089343_4991494623567282176_n

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ძალისხმევით და თურქეთის პრეზიდენტის აქტიური ჩართულობით, 18 იანვრიდან ავიაკომპანია Turkish Airlines თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს შეასრულებს,  – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

სამინისტროს განცხადებით, ანკარა-თბილისი-ანკარა ახალი მიმართულებაა და აღნიშნულ საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, თბილისი – ანკარას შორის პირდაპირი რეგულარული რეისის ამოქმედება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის განსაკუთრებულ თანამშრომლობას.

მისი თქმით, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი და მსხვილი ინვესტორია. ასევე, ზრდადი დინამიკით ხასიათდება თურქეთიდან ტურისტების სტატისტიკა. აკაკი საღირაშვილის განცხადებით, კიდევ ერთი ახალი რეისის დანიშვნა აუცილებლად გაზრდის აღნიშნულ მაჩვენებელს და საქართველოს თურქეთის კიდევ ერთ რეგიონთან დააკავშირებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Turkish Airlines-ს რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 4 იანვარს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g