LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრომ „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვათარების სტრატეგია 2016-2020“ შეიმუშავა

90

ეკონომიკის სამინისტრომ „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვათარების სტრატეგია 2016-2020“ შეიმუშავა.

როგორც დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, სტრატეგია დღეს სხდომაზე გაიტანა და მის პრეზენტაციას უწყება აუცილებლად გამართავს.

„ღრმად არ შევალ თემაში და მხოლოდ მნიშვნელოვან ქვეთავებს გეტყვით, რისგანაც დოკუმენტი შედგება. ეს არის საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დ გაუმჯობესება, მცირე და საშუალო მეწარმოების უნარების განვითარება და სამეწარმო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა; ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია; ინოვაციების და კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ეს საბიუჯეტო დახამრების პრერეკვიზიტია, რომელიც სამინისტროს მხირდან შესრულდა.

magti 5g