ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, რამდენიმე სამინისტროს გაუქმების შედეგად გამოთავისუფებული შენობების ნაწილი შესაძლოა პრივატიზაციას დაექვემდებაროს, ხოლო უძრავი ქონების ნაწილი ახალი სტრუქტურებისთვის იყოს გამოყენებული.
აღნიშნულ საკითხზე განმარტება კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას გააკეთა. კაკაურიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის მშენებლობისთვის დაახლოებით 30 მილიონი დაიხარჯება. მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობის გაყიდვის შედეგად ბიუჯერმა 8 მილიონი მიიღო.