LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტროში სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 70 შერჩეული კანდიდატი გაივლის

411
ანაზღაურებადი სტაჟირება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის შესარჩევი კონკურსი დასრულდა. უფლებამოსილმა კომისიებმა 70 კანდიდატი შეარჩიეს, რომლებიც სტაჟირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში გაივლიან.

ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეები კონკურსის გზით შეირჩნენ – შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი სტაჟირების მსურველი ახალგაზრდების აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა იყო. სამინისტროში გასაუბრებისას უპირატესობა უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს მიენიჭათ.

სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, სრულად ჩაერთონ სამინისტროს და მისი ქვეუწყებების საქმიანობაში, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დეტალურად გაეცნონ საჯარო უწყებების მუშაობის სპეციფიკას, რაც მათთვის მნიშვნელოვანი პროფესიული პრაქტიკა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g