მამაკაცი,რომელმაც რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს ესროლა, პოლიციელი იყო და ანკარაში მუშაობდა, „ინდეფენდენთის“ ცნობით, ინფორმაცია თურქეთის უშიშროების უწყებაში დაადასტურეს.
სავარაუდოდ, მან პოლიციის საშვი გამოიყენა, ხელოვნების გალერეაში რომ შესულიყო, სანამ რუს დიპლომატს ესროდა.
ინტერნეტით მკვლელობის კადრებიც გავრცელდა, მამაკაცი ყვირის :
„არ დაივიწყოთ ალეპო, არ დაივიწყოთ სირია! სანამ ჩვენი ძმები არ არიან უსაფრთხოდ, თქვენც არ უნდა იგრძნოთ თავი უსაფრთხოდ! ვინც ამ ბოროტების მონაწილე ხართ, სათითაოდ გაზღვევინებთ!”
„ესოშიეითიდ პრესის“ ფოტოგრაფი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ მამაკაცმა 8-ჯერ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.
თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.
BREAKING: The assailant is identified as Mevlüt Mert Altıntaş who is a police officer from Ankara. pic.twitter.com/UeIrgCMs57
— Turkey Untold (@TurkeyUntold) December 19, 2016