LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელდარ შენგელაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

179
ელდარ შენგელაია

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

რეჟისორი მშობლების – ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალეს.

ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დილიდან მიმდინარეობდა.

რეჟისორის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა, მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა.

ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს დღეს ასევე მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად.

⭕⬇ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Thursday, August 7, 2025

ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

„ელდარი… მთელი ქვეყნის უდიდესი დანაკარგი… ახლა მოხდა ისე, რომ ის წავიდა და მე დავრჩი, ამიტომაც ვალდებული ვარ თან გავაყოლო სიტყვები, რომლებიც მას ეკუთვნის ჩემგან…“ – რას წერს ლანა ღოღობერიძე ელდარ შენგელაიას შესახებ

⭕💬 „სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Thursday, August 7, 2025

„მადლობა ყველა იმ თეთრი ვარდისთვის რომელიც მიგქონდათ კიტას საფლავზე: „ელენიკოსთან ისე არ მივალ კიტასთან რომ არ გამოვიაროო…“ – რას იხსენებს ნიკოლოზ წულუკიძე ელდარ შენგელაიას შესახებ

„იქ აუცილებლად იქნება კინო, აქ კი მისი დატოვებული არაჩვეულებრივი გამოფენა ….“ – როგორ ეხმაურებიან ცნობილი სახეები უდიდესი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g