12 ნოემბერს, ტელეკომპანია ABC-ის ეთერში ყველასათვის საყვარელი სერიალის, „გრეის ანატომიის“ მე-17 სეზონის პრემიერა შედგება. სერიალის მთავარმა გმირმა, გრეისის როლის შემსრულებელმა 50 წლის ელენ პომპეომ გამოცემა Variety-ის ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ შესაძლოა შოუ მე-17 სეზონით დასრულდეს.
შეგახსენებთ, სერიალის პირველი სეზონი 2005 წელს გამოვიდა. მე-17 სეზონის გადაღებები კი კორონავირუსის პანდემიის გამო მრავალჯერ გადაიდო. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალი სეზონი ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური საკითხით, კორონავირუსის პანდემიის თემატიკით იქნება დატვირთული, სერიალში covid-19-ის ისტორიები გაჟღერდება.
შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კრისტა ვერნოფმა Entertainment Weekly-სთან განაცხადა, რომ ყოველი ახალი სეზონის გამოშვებამდე, მსოფლიოს წამყვანი ექიმებისგან იღებენ რჩევებს და რეალურ ისტორიებს უსმენენ.
„ცხადია, პანდემიის თემას აუცილებლად შევეხებით, წარმოუდგენელია სერიალში არ გადმოვცეთ ის ამბავი, რომელიც ყველა ჩვენგანს შეეხო“, – განაცხადა ვერნოფმა