მომღერალი ელენე ფოჩხუა გარდაცვლილი ძმის, გიორგის დაბადების დღესთან დაკავშირებით ფოტოებსა და კადრებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და გარდაცვლილ დედმამიშვილს ემოციურ სიტყვებს უძღვნის:
„დღეს გიოს დღეა! სანამ ცოცხალი ვარ სულ ესე ვიტყვი გიოს გაუმარჯოს! ![]()
“, – წერს ელენე ფოჩხუა.

მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა 13 ივლისს, ანაკლიაში მოკლეს. გიორგი მაყურებელმა „რუსთავი 2“-ის პროექტებიდან, „ჯეობარი“ და „ვარსკვლავების აკადემია“ გაიცნო. ის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მსახიობი გახლდათ.
