მომღერალმა ელენე ფოჩხუამ მეუღლის ღალატის შესახებ „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა.
„ელენეს 18 წელი ჰყავდა მეუღლე, ვინმე გიორგი ზარქუა, ქორწინება სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, რადგან მათ შორის ჩადგა მესამე.
მართალია, ამბობენ მესამე ოჯახს ვერ ანგრევსო, მაგრამ ფაქტია, ელენე ახლა ორ შვილს მარტო ზრდის“. – ამბობს „ფარული კონვერტის“ წამყვანი ია ფარულავა.
ელენე ფოჩხუა ყოფილი მეუღლის ახალ ცოლზე: „იმ გოგოსთვის, როგორც მიწოდა, ვარ ბებერი დედაკაცი…“
ელენე ამბობს, რომ დაშორებისგან გამოწვეული ტკივილები უკვე მოშუშდა, მაგრამმ იყო პერიოდი, როდესაც ნერვიულობდა.
„ახლა მეცინება ჩემ თავზე, რისთვის ვიკლავდი თავს“ – ამბობს მომღერალი და ახლა უკვე ამ კითხვას თავადვე პასუხობს, რომ „თურმე უღირსისთვის“.
„ყველაფერმა 6 თვეში გამიარა“ – თქვა ელენე ფოჩხუამ, რაზეც ია ფარულავას რეპლიკა იყო – „აი, რას ნიშნავს მეგრელი ქალი“.
„4 წლის წინ, როდესაც მეორე შვილი გაბრიელი გავაჩინე, მეუღლემ რამდენიმე თვით დამტოვა და წავიდა.. გადასახლდა ქალბატონთან.
3 თვის შემდეგ დაბრუნდა, გვიან სახლში ბარგით ხელში შემოვიდა, თავჩაღუნული, მე ვიცი, რაც დავაშავე, ძალიან ცუდად მოგექეცი, ვიცი არ უნდა მაპატიოო, მაგრამ თუ შეგიძლია მაპატიეო.
მე მინდა შენთან, ოჯახში შვილებთან, ძალიან მიყვარხართო. ისიც თქვა, რომ იყო პერიოდი კომფორტი არ ჰქონდა და ოჯახი იყო მთავარი.
ვაპატიე, ჯანდაბას, ღმერთმა შეარგოს ის „გულავი“თქო და დავიბრუნე. მიყვარდა, ჩემი ქმარი იყო და დავიბრუნე.
დღეს ვნანობ, არ უნდა მეპატიებინა. მან იგივე ქალბატონთან უკვე ხელიც მოაწერა და ერთად ცხოვრობენ“, – იხსენებს მომღერალი.
ელენე ამბობს, რომ მისი ყოფილი ქმარი ცუდად მოიქცა, რადგან ბოლომდე არ უთხრა, რომ სხვა შეუყვარდა და ისე გაქრა მისი ცხოვრებიდან.
„მერჩია, ვაჟკაცურად ეთქვა, სხვა შემიყვარდა, ვიდრე ასე მოქცეულიყო“, – ამბობს ელენე.
ყველაზე ცუდი ის იყო, როგორც გავიგე, მისი ამბავი. ერთ მშვენიერ დღეს დილის შვიდ საათზე მეგობრებმა მომწერეს, მართალია, რაც გოგას სთორიზე არისო?
აღმოჩნდა, რომ მათ ხელი მოაწერეს და ეს ფეისბუქსტორიზე ატვირთეს. – სიცილით იხსენებს მომხდარს ელენე.
„ვიტყვი, რომ ამით ძალიან გაიბანძა თავი. რა თქმა უნდა, მაშინ არ გამცინებია და ძალიან გავბრაზდი. მერჩივნა მას ყველაფერი ეთქვა. “ – ამბობს ელენე ყოფილ მეუღლეზე.