მომღერალი ელენე ფოჩხუა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, რომ ახლა ყველაზე მეტად დააკლდა თავისი ძმა, გიორგი ფოჩხუა, რომელიც 10 წლის წინ მოკლეს. როგორც ელენე ამბობს, ცხოვრებაში ძალიან მძიმე პერიოდი დაუდგა, როცა ყველაზე მეტად სჭირდება ახლობელი ადამიანის გვერდში დგომა – მომღერალს ოჯახი ღალატის გამო დაენგრა… გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
„– ელენე, რას გულისხმობ რთულ პერიოდში?
– ოჯახის დანგრევას. სამწუხაროდ, 18 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ორ შვილს ვზრდიდით და ასე მოხდა – დავშორდით და მიზეზი ღალატია. ცოლად მოიყვანა, ხელი მოაწერეს და ერთად ცხოვრობენ. ადრეც გვქონდა ამის გამო კონფლიქტი, დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მერე მეხვეწა და შევრიგდით. თუმცა, ისევ იგივე განმეორდა და წამსვლელი უნდა წავიდეს. სამი თვე ძალიან განვიცდიდი, ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, თუმცა, მადლობა ღმერთს, გადავერთე, ვმუშაობ, საღამოობით რესტორანში ვმღერი, შვილები და მეგობრები გვერდში მიდგანან და ამან გადამატანინა ეს რთული პერიოდი…“