LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: „სიმართლის, ღირსების და თავისუფლების სულ ოდნავადაც კი დათმობა, ბოროტმოქმედ სისტემასთან, დაუშვებელია… მოიგონეს, ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, უნდა ვანახოთ, რომ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“

120
ელენე ხოშტარია

„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“, – ამის შესახებ აღნიშნულია „კოალიცია ცვლილებების” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართვაში, რომელსაც პარტია „დროა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

წერილში, რომელსაც ელენე ხოშტარია ზაჰესის იზოლატორიდან ავრცელებს, აღნიშნავს, რომ ბრძოლა სოლიდარობაზე დგას და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მარტო არ დატოვებენ.

„სიმართლის, ღირსების და თავისუფლების სულ ოდნავადაც კი დათმობა, ამ ბოროტმოქმედ სისტემასთან დაუშვებელია. არცერთმა სინდისის პატიმარმა იოტისოდენა სიმართლეც კი არ დათმო. გამოკეტეს, მაგრამ მორალურად გაიმარჯვა მზიამაც, ნინო დათაშვილმაც, და ყველამ. ენჯეოებმა არ დათმეს იოტისოდენა თავისუფლება და არ დაემორჩილნენ „რუსულ კანონს“. ჩვენ არ დავემორჩილეთ ყალბ არჩევნებს. არ შევედით ყალბ პარლამენტში, არც ყალბ კომისიაში, არც ყალბ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში.

სიმართლის ერთგულება გაგვამარჯვებინებს ამ გზაზე. შესაბამისად, რომ მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით.

მეორე, რაზეც დგას ჩვენი ბრძოლა არის სოლიდარობა. ყველა მოქალაქემ, ყველა აქტივისტმა, ყველა მებრძოლმა უნდა იცოდეს, რომ სისტემასთან მარტო არ დავტოვებთ. მოინდომეს მეგის დაჩაგვრა, ვერ მივართმევთ!

ბოლომდე!“ – აღნიშნულია ელენე ხოშტარიას წერილში.

სალომე სამადაშვილი: „ელენე ხოშტარიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ რეპრესიული რუსული რეჟიმი გვმართავს“

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმე ეხება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერები დაზიანების ფაქტს.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

💬 სიმართლის, ღირსების და თავისუფლების სულ ოდნავადაც კი დათმობა, ამ ბოროტმოქმედ სისტემასთან დაუშვებელია. არცერთმა…

Posted by Droa • დროა on ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g