“ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელე, „დროას“ ლიდერის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს.
“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზებით დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა. ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაწყებულია სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა,” – აღნიშნა ალექსანდრე მხარგრძელმა.
“პირველი ჭამა” – ელენე ხოშტარიას პირველი საუზმე შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ
ცნობისათვის, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა.