„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი საუზმის ფოტო გამოაქვეყნა.
“და აი ისიც! პირველი ჭამა!
ეს რაღაც წვენია, საუზმე. ცხიმის გემოც აქვს, მარილისაც, ნამცხვრისაც და ცომისაც.
ძალიან უცნაური შეგრძნებაა პაუზის შემდეგ ეგ გემოები. დიდი ხნის უნახავი მეგობარი ამერიკიდან რომ ჩამოდიოდა ხოლმე 90 იანებში ეგრეა”,-წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისათვის, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა.