LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრო ველოსიპედების შესაძენად პარიზის თითოეული მოქალაქე 500 ევროს მიიღებს

137
Paris-Electric-Bicycle

პარიზის ხელისუფლება მოქალაქეებს ელექტრო ველოსიპედების შეძენაში დაეხმარება. პროექტი 2020 წლიდან დაიწყება და თითოეული მოქალაქე 500 ევროს მიიღებს. მაღალი ხარისხის ელექტრო ველოსიპედი 2000 ევრომდე ღირს, ასე რომ თანხის დამატება პარიზელებს საკუთარი ჯიბიდანაც მოუწევთ.

ხელისუფლება იწყებს ასევე მეორე პროექტსაც, რომელიც ველოსიპედების ხანგრძლივად ქირაობას შეეხება და ასევე ძალიან კომფორტული იქნება. ველოსიპედის დაქირავება 6 თვემდე ვადით იქნება შესაძლებელი, საფასური კი დაახლოებით 40 ევროა. თანაც, ამ თანხის ნახევარს დამსაქმებელი გადაიხდის.

დასაწყისისთვის პარიზში 10 ათასამდე ელექტრო ველოსიპედს გააქირავებენ და მოთხოვნის შემთხვევაში მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მთავრობა იმედოვნებს, რომ უფრო მეტი ადამიანი იტყვის ავტომობილზე უარს და ეკოლოგიურ ტრანსპორტს აირჩევს.

აღსანიშნავია, რომ „მწვანე ტრანსპორტის“ პროგრამას საფრანგეთის გარდა ასევე – შვედეთის, ნორვეგიის, შოტლანდიის და პორტუგალიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები