ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული ცვლილება სამი თვით გადავადდა – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) სხდომაზე მიიღო..
კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ტარიფის ცვლილების გადავადებასთან დაკავშირებით სემეკს ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ მიმართა რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობიდან გამომდინარე.
ცნობისთვის, ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ერთ კილოვატში 15.041 თეთრს იხდიან.
