ელექტრონული პიკაპის Ford F-150 Lightning–ის პრემიერა რამდენიმე დღეში იყო დაგეგმილი, თუმცა მისი ვიზუალი ვადამდე ადრე გახდა ცნობილი. სიახლე აშშ–ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ქალაქ დირბორნში, „ფორდის“ ქარხანაში ვიზიტის დროს გასაჯაროვდა.
ბაიდენი „მწვანე“ ტრანსპორტის მხარდამჭერია და ელექტროქარებთან დაკავშირებით მორიგი გამოსვლა „ფორდის“ ქარხანაში ქონდა. მისი ვიზიტის დროს უკანა ფონზე ახალთახალი Ford F-150 Lightning შეამჩნიეს, თანაც ყოველგვარი კამუფლაჟის გარეშე. სავარაუდოდ, მოდელი იქვე შემთხვევით იყო დაპარკინგებული.
ქარხანაში გადაღებულ ფოტოებში მოდელის ვიზუალი გარკვევით ჩანს და დიზაინის გამორჩეული მახასიათებლებიც უკვე ნათელია.
მოგვიანებით ბაიდენი თავად დაჯდა ახალი პიკაპის საჭესთან და მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გაამხილა. როგორც აშშ–ს მეთაურმა დააზუსტა, F-150 96 კმ/სთ სიჩქარემდე მან 4,3 – 4,4 წამში გაახურა. მოძრაობის დროს მაქსიმალური სიჩქარე კი 130 კმ/სთ იყო.