LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ელექტრონული რიგი, ნაკლები ადამიანი და სოციალური დისტანცია” – როგორ იმუშავებს სილამაზის სალონები

276
brunette-woman-getting-her-hair-cut-23-2148108792-1

“სილამაზის სალონებში იქნება ელექტრონული რიგი, ნაკლები ადამიანი და სოციალური დისტანცია,”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, 18 მაისიდან სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების განსხვავებული პროცედურებით ამუშავების გადაწყვეტილება, სილამაზის სალონებში დასაქმებულებმა საკმაოდ გაგებით მიიღეს.

“სილამაზის სალონები, რომელიც ძალიან დიდი სეგმენტია მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეებისა და მიკრომეწარმეების ბევრ ადამიანს ასაქმებს, დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, ამიტომ იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

დღეს ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას მკაცრი სტანდარტების დაცვით 18 მაისიდან აღდგეს სილამაზის სალონები. მე და ჩემს კოლეგებსაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბევრ ბიზნესთან და მათ შორის სილამაზის სალონებთან, იქ დასაქმებულ ადამიანებთან. ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც იქნება დაწესებული. ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები, ნაკლები ადამიანი, ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე, პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები,”- აცხადებს თურნავა.

magti 5g